ადრე საუბარი არ უჭირდა, მაგრამ ახლა, ბოლო ნახვის დროს უკვე პაუზებით მესაუბრებოდა. ახლა უფრო ნერვიული მეჩვენა. ვეცადე წამომეყენებინა, მაგრამ ვერ შეძლო. კიდურებზე საერთოდ არ აქვს კუნთები. რაც ჩემი თვალით ვნახე იმას ვამბობ, შეუძლებელია გაიაროს - ამის შესახებ საქართველო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

"ყოველ ნახვაზე მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღითი დღე უარესდება მისი მდგომარეობა. განსაკუთრებით, ბოლო ვიზიტებისას შევამჩნიე, სწრაფად განვითარებული დაავადებების შედეგები. ადრე საუბარი არ უჭირდა, მაგრამ ახლა, ბოლო ნახვის დროს უკვე პაუზებით მესაუბრებოდა. ახლა უფრო ნერვიული მეჩვენა. ვეცადე წამომეყენებინა, მაგრამ ვერ შეძლო. როდესაც გადავხადე საბანი, ვნახე რა მდგომარეობაში ჰქონდა ფეხის კიდურები. კუნთები აღარ აქვს კიდურებზე. რაც ვნახე ჩემი თვალით იმას გეუბნებით. შეუძლებელია მან გაიაროს. ერთი თვის წინაც ვამბობდი, რომ მას უჭირს დამოუკიდებლად მოძრაობა. ანუ ვითარება დინამიკაში არის უარყოფითი. ორი თვის წინ, როდესაც რესურსი გააჩნდა რომ ესაუბრა, მიაჩნდა, რომ მიუხედავად პიარკამპანიისა, რასაც ეწევა ხელისუფლება, მიუხედავად აგრესიისა, რაც მის მიმართ აქვს საზოგადოების ნაწილს, იმედოვნებდა, რომ არავინ გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რომ ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში დაღუპულიყო. ანუ ოპტიმალური გამოსავალი იყო, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. ეს ოპტიმიზმი მას ამ მომენტამდე აქვს"- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.