ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება.

„რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამე, ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი – ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი და თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს საფრთხე, რაღაც რომ გარისკონ პილოტებმაც, არ არის მიზანშეწონილი და დაშვებული. არ შეიძლება, რომ უბრალოდ, როდესაც შეიძლება დილით, სამ საათში გამოვიყვანოთ ადამიანები, გავრისკოთ და დავღუპოთ ან ვერტმფრენი, ან პილოტები. უსაფრთხო ადგილას იყვნენ ადამიანები, არ იყო საჭირო, რომ გაერისკათ პილოტებს. შეიძლება, ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. რისკია, ღამე არ არის ისეთი ხედვა, ხეობაა, მთა არის, ხეებია და შეიძლება, რაღაცას ისე წამოედოს, რაც მოხდა სამწუხაროდ ყაზბეგში, გუდაურში. იქაც გარისკეს პილოტებმა, რადგან ადამიანი ცოცხალი იყო. თუმცა მოხდა უბედურება.

როცა უსაფრთხოდ არიან მთაზე, სადაც არ შეიძლება, ან მეწყერი მოხდეს, ან მდინარე ადიდდეს, რატომ უნდა გარისკონ, ხომ?!

გამოძიება დაწყებულია. მე დილით ჩამოვფრინდი, მაგრამ ყველა გადმორთულები ვართ, პრემიერის დავალებით, რომ ეს ცხრა ადამიანი ვიპოვოთ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.