შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" განხილვის ფარგლებში, დეპუტატებს სიტყვით
მიმართა.
ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, იმ მნიშვნელოვანი რეფორმებისა და წინსვლის შესახებ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელდა. მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 2023 წელსაც დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტო იყო და 64,87%-ს მიაღწია.
“პროექტები, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მომავალ წლებშიც აქტიურად გაგრძელდება, დიდი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენს სამინისტროში უკვე
განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და ეს პროცესი გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოებასა და მართლწესრიგზე პასუხისმგებელი უწყებაა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო გარემოს შექმნა და ქვეყანაში რიმინალთან ეფექტიანი ბრძოლა.
ის რითაც ყოველ დღე ვამაყობ და რაც არის თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგი, არის სტატისტიკური მაჩვენებლები - დანაშაულის გახსნის სტატისტიკა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება და 2023 წლის ბოლოს უპრეცედენტო ნიშნულს, 64,87%-ს მიაღწია.” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.