საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.

განათლება:

2001-2006  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის სპეციალისტი;

2009-2010  –  რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტი, LLM;

2011-2016  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის დოქტორი.

 

აკადემიური საქმიანობა:

2018 - 2023 - ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

2011-2019 – ​​ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;

2018-2020 -­ სამართლისა და ეკონომიკის საუნივერსიტეტო ცენტრის ​​აკადემიური დირექტორი;

2016 – კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი, პოსტ-დოკი (ნიუ იორკი, აშშ);

2015 – ​​საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ლექტორი;

2013 – მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის მკვლევარი (ჰამბურგი, გერმანია).

 

სამუშაო გამოცდილება: 

2023/12 – 2024/08 – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;

2019-2023 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;

2017-2019 – იურიდიული კომპანია “CLL Law Firm”-ის მმართველი პარტნიორი;

2017-2019 – თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;

2015-2017 – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;

2012-2015 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;

2011-2012 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი;

2010 – 2011 - თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციული ბიუროს უფროსი;

2007-2009 – იურიდიული კომპანიის იურისტი;

2005-2006 – სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

ალექსანდრე წულაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

შეგახსენებთ, 2024 წლის 28 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.