საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი უწყებაში დაიბარა.
როგორც "აიპრესს" უწყებაში განუცხადეს "დავიბარეთ სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხვედრაზე მასთან განხილული არ იქნება."
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა - საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენისა და რუსების მასიური ნაკადის შემდეგ, უკრაინის საელჩო საქართველოში არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ.