უგულავა "ოცნებას": ბათუმს ვერ მოგაგებინებთ, “ლავას ოღლი” კი არა, თუ გინდათ თეფში დაატრიალეთ და დიდ ეპოქის ქართველი “კანონიერი ქურდების” სული გამოიძახოთ

1579243277
ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "მთავარ არხთან" განაცხადა.
ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე "ლავას ოღლი", რომელიც 2018 წლის ოქტომბერში თურქეთში დაკავეს, შესაძლოა თებერვლის თვეში ტრაპიზონის ციხიდან გაათავისუფლონ. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
"ლავას ოღლის" სერვისით "ქართულ ოცნებას" ბევრჯერ უსარგებლია. პრაქტიკულად, ის მათი პოლიტიკური პარტნიორია. განსაკუთრებით არჩევნებზე, მაშინ როცა "ქართულ ოცნებას" უჭირს, და ხელი ხელს ბანს პრინციპით არაერთგზის უსარგებლია ლავას ოღლის "ქართული ოცნების" და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დახმარებით, მათ შორის ციხიდან გამოსვლით. ეს კონკრეტული შემთხვევა, როგორც ჩანს ამ რიგის შემთხვევაა.
შეიძლება პროკურატურამ თქვას, იქ უფროსი აღარავინ არის, კაცისშვილი მომკითხავი არ არის და ამიტომ დავაგვიანეთ წერილის გაგზავნა ექსტრადიციაზე. ფაქტია, ეს ადამიანი თებერვალში გამოვა იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ არ მოთხოვა ექსტრადიცია.
ბათუმს ვერ მოგაგებინებთ მეგობრებო, თქვენი დრო წასულია. გინდა "ლავას ოღლი", ან თეფში დაატრიალონ და ისე დიდი ეპოქის ქართველი კანონიერი ქურდების სული გამოიძიახონ. " - განაცხადა გიგი უგულავამ