ივანიშვილს ძალიან მკაცრ და სწრაფ პასუხს გავცემთ! - ამის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა, საპროტესტო აქციაზე "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა.
"ერთ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი მცირე რიცხოვანი გუნდთან ერთად, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს მოსახლეობა. ასეთი მოცემულობა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ახლა ბურთი არის ჩვენს მხარეს, ჩვენს მოედანზე გადმოაგდო, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული მას რა პასუხს გავცემთ. ეს პასუხი იქნება მკაცრი და ძალიან სწრაფი",-ამობს უდუმაშვილი. ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო. ამის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციები დაანონსდა. https://www.youtube.com/watch?v=K5dG6lmAO_k&feature=youtu.be&fbclid=IwAR2-e891Euofa3cs93WWdoROsWDgwCKUZUmh0I1cB7lyyA0iDMUf9H634yo