საქართველოს ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ისურვებდა, არ არსებობდეს რაიმე სახის კითხვები მამუკა ხაზარაძის მიმართ, ვინაიდან არ გაჩნდებოდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ანაკლიის პროექტის და კონსორციუმის წარმატება დაკავშირებული ბატონი მამუკა ხაზარაძის მიმართ არსებულ კითხვებთან.
„ანაკლიის განვითარების კონსროციუმი არ არის მხოლოდ მამუკა ხაზარაძე. როდესაც ვსაუბრობთ კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ მონაწილეობაზე, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმში გვყავს 4 ინვესტორი, მათ შორის, „კონტი ჯგუფი“ იმავე ოდენობის წილით, რასაც ფლობს „თიბისი ჰოლდინგი“ და გვყავს კიდევ ორი ინვესტორი. გარდა ამისა, მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ, თუ ამ საკითხს ნამდვილად კონსტრუქციულად მივუდგებით, ამ პროექტის შესრულება, ბუნებრივია, არის შესაძლებელი. თუმცა, დღეს ჩვენ უკვე ვიცით რომ ამ დაფინანსების მოპოვება ვერ მოხერხდა კონსორციუმის მიერ მანამდე, სანამ მამუკა ხაზარაძის მიმართ რაიმე სახის კითხვები გაჩნდებოდა და გაჟღედებოდა. დღეს კი, ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს მიერ დამატებით ასაღებ 8 პირობაზე. ბევრ ეთერში მოვისმინე, რომ თითქოს ძალიან ლოგიკურია, როდესაც ბანკები სახელმწიფოს თხოვენ გარანტიებს, მაგრამ ნორმალურია, თუ არა როდესაც სახელმწიფო შედის გარკვეულ პროექტში და თავიდანვე აცხადებს, რომ აქვს განზრახვა კომერციული ოპერატორის, ინვესტორის მეშვეობით უნდა სრული დაფნინანსების მოზიდვა და პორტის ოპერირების განხორციელება და ამ ინვესტორის მიერ სწორი კომერციული პოლიტიკის წარმართვით ტვირთების მოზიდვა პორტის წარმატებულად მუშაობისთვის. დღეს კი, ორი წლის გამნავლობაში ორჯერ გადავადების შემდეგ, ჩვენ ვისმენთ არგუმენტებს, რომ თურმე სახელმწიფომ სრული ოდენობით უნდა დაფაროს და უზრუნველყოს ყველა იმ ტვირთბრუნვის ანუ კომერციული რისკების დაზღვევა, რომელიც უნდა ყოფილიყო კომერციული ოპერატორის ტვირთი", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა "იმედის" ეთერში.