ახალგაზრდები იბრძვიან და ამბობ, ეს მთავრობასთან შეკრული კაცის პროცესია, სისულელეა - ასე გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი, ცოტნე კობერიძე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას, სადაც მან გიორგი ვაშაძეს „რეჟიმის მოკავშირე" უწოდა.
„აქციაზე ვაშაძე რას საუბრობდა, ეს ადამიანების დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, არც გაუგია, რადგან დინამიკი არ იყო იმ დონის. ხალხი თვითორგანიზებული იყო. ისეთი ხალხი იყო, ვისაც, შეიძლება, ვაშაძისთვის კი არა, საკუთარი დედ-მამისთვის არ მოესმინა და მათმა ნაწილმა, შესაძლოა, არც იცოდა, ვინ არის ცოტნე კობერიძე ან გიორგი ვაშაძე. აქ იყვნენ თვითორგანიზებული ადამიანები. ვაშაძემ თქვა, პარლამენტს წრე მოვარტყათო. ხალხი, ვინც ამაზე საუბრობდა, ჩემ გვერდზე მდგარან მაშინ, როდესაც პიკეტირება ყოფილა.
გუშინ ვითომ ქულები დაიწერეს, რომ კმაყოფილები იქნებოდნენ ამომრჩევლები, ვინც თვლიდნენ, რომ ვაშაძე შეიძლება გაეშავებინათ. ეს გამოიყენეს. ამის გამო, ესენი მავნებლები არიან. ამ განცხადებით ჩემთვის ამ პროცესებში ლომჯარია იყო მავნებელი. ახალგაზრდები დგანან, იბრძვიან და ამბობ, რომ ეს მთავრობასთან შეკრული კაცის პროცესია, სისულელეა. გუშინ რაც ხდებოდა, „ოცნებას“ აწყობდა? თუ აწყობდა, დათმობაზე რატომ წავიდა? ეს ხომ ალოგიკურია“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.