„ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის გზაზე  ქვეყნის ინტერესების დაცვით სიარულს და  დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით დაგვირგვინდება“- ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია  ფრაქცია  „ლელო პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარის მოადგილის ცოტნე კობერიძის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულ ოცნებას“  გულშემატკივრად მხოლოდ სერგეი ლავროვი დარჩა. 

ოთარ გრიგოლიამ ცოტნე კობერიძეს რიტორიკა დაუწუნა და განაცხადა, რომ  მსგავსი რიტორიკა ოპოზიციონერი კოლეგის პარტიის იდეოლოგიას სცდება და 90-იანი წლების ტოქსიკური ელემენტებით არის გაჯერებული.

მგონი, თქვენ დაიჯერეთ, რომ მართლა ახალი ეროვნული მოძრაობა ხართ და  90-იანი წლების ტოქსიკური  რიტორიკით საუბრობთ. თქვენი პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიიდან გამომდინარეამ ფორმით არ უნდა ლაპარაკობდეთაბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, დღეს თქვენ რომ ყოფილიყავით ხელისუფლებაში, თბილისში  რუსული საოკუპაციო ჯარები იდგებოდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის გზაზე  ქვეყნის ინტერესების დაცვით სიარულს და  დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით დაგვირგვინდება“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.