საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა.
ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ რაც მოხდა კანონიერია. - წერს ნინო ლომჯარია.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" სპეცრაზმმა დაშალა.
რამდენიმე საათის წინ გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდა, "მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ"
აქციის მონაწილეთა ნაწილმა, გადაინაცვლა პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც დაშალეს შენობის შესასვლელში მდგარი რკინის კონსტრუქცია, ისროდნენ ქვებს და პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. რის შემდეგ სპეცდანიშნულების დანაყოფმა წყლის ჭავლი მიუშვირა, რომელშიც სავარაუდოდ წიწაკის "სპრეი" იყო გარეული. აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩიდან ისევ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.
სპეცდანიშნულების დანაყოფებმა რამდენიმე საათში აქციის მონაწილეები დაშალა და ტერიტორია დაიკავა. მიუხედავად ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე რჩებიან აქციის მონაწილეები.