ამ კანონის წყალობით გაიგებთ ნამახვანჰესის წინააღმდეგ კამპანია ვინ დააფინანსაო. კანონის გარეშეც შეიძლება ამ ინფორმაციის გასაჯაროება, ბატონებო. ნამდვილად მაინტერესებს ვინ დააფინანსა. - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში წერს.
ასევე კარგი იქნება თუ გავიხსენებთ როგორ გაბრიყვდა ბევრი წესიერი და გავლენიანი ადამიანი რომელიც იმ კამპანიას აყვა და ჩაშალა ასეთი დიდი პროექტი. ასევე როგორ აყვა იმ კამპანიას ბევრი პოპულისტი პოლიტიკოსი რომელმაც კარგად იცოდა სიმართლე. და ასევე კარგი იქნება თუკი გავიხსენებთ საკუთარი სიყეყეჩით როგორ ჩავშალეთ კიდევ უფრო დიდი პროექტი, ხუდონჰესი რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ჩვენ დაგვრჩებოდა. საკუთარი სიყეყეჩე გაცილებით უფრო საშიშია ვიდრე გარე მტერი და მის მიერ დაფინანსებული კამპანიები. ასე რომ ჯერ მას მივხედოთ. უფრო იოლიცაა და უფრო მნიშვნელოვანიც.- წერს თორნიკე შარაშენიძე "ფეისბუკში".