საქართველოს პარლამენტის წევრების იტალიაში ვიზიტი გრძელდება. ნიკოლოზ სამხარაძე და თორნიკე ჭეიშვილი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ. დღესვე შედგა აუდიენცია რომის პაპ ლეო მეთოთხმეტესთან.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი ამბობს, რომ
„გვქონდა შესაძლებლობა, ვატიკანში გაგვემართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის, ჩვენ გვქონდა აუდიენცია როგორც რომის პაპთან სხვა კოლეგებთან ერთად, ისე ჩვენ შევხვდით წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ კაროლინის, რომელთანაც გვქონდა შესაძლებლობა, მიმოგვეხილა ის საკითხები, რომელიც ამჟამად არის აქტუალური საქართველოში", - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.










