საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, „თორაძისფონდთან“ და ფონდთან ,,ქართული გალობა“ თანამშრომლობით, ,,თორაძის საერთაშორისომუსიკალური ფესტივალი“ დაფუძნდა; ის დიდი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, ალექსანდრე(ლექსო) თორაძისა და მისი მამის, ლეგენდარული კომპოზიტორის, დავით თორაძის, ხსოვნას ეძღვნება.
ფესტივალის პროგრამისა და საინტერესო სიახლეების შესახებ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისისმუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობისმინისტრმა თეა წულუკიანმა, „თორაძის ფონდის“ პრეზიდენტმა ნინო თორაძემ, ფონდის ,,ქართულიგალობა“ ხელმძღვანელმა ნანა გოთუამ, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პიანისტმა ედიშერსავიცკიმ და ფესტივალის დირექტორმა თინათინ რუხაძემ ისაუბრეს. მოწვეულ სტუმრებს თორაძეებისოჯახის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენის ხილვის საშუალებაც ჰქონდათ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფესტივალი ცნობილი პიანისტის სახელისა და ღვაწლის უკვდავსაყოფად, სიმბოლურად, მისი გარდაცვალებიდან 1 წლის თავზე ფუძნდება. ფესტივალი თავს მოუყრის კლასიკურიმუსიკის მსოფლიო ვარსკვლავებს და ის ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის განვითარების კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის სხვა პარტნიორებსფესტივალის მხარდაჭერისთვის, იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ფესტივალი ქართული დამსოფლიო მუსიკალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება და ახალი თაობის არაერთ მუსიკოსსგაუკვალავს გზას.
პრეზენტაციის ბოლოს ფესტივალის დამფუძნებლებმა ფესტივალის დაფუძნების დოკუმენტს მოაწერესხელი.
,,თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ ყოველწლიურად, საქართველოში ჩატარდება. წელს კი პირველად, 30 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, გაიმართება და შთამბეჭდავი კლასიკური თუფოლკლორული კონცერტების გარდა, საინტერესო ლექციებისა და მასტერკლასების მასპინძელიც იქნება, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები ქართველი სტუდენტებისთვის ჩაატარებენ. საგულისხმოა, რომ ფესტივალის ფარგლებში, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის სტიპენდიები დაწესდება.
ფესტივალი 30 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნება, 7 ივნისს კი ჯანსუღ კახიძისსახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საზეიმოდ დაიხურება.
ალექსანდრე თორაძე 2022 წლის 11 მაისს გარდაიცვალა. მიმდინარე წლის 30 მაისს კი პიანისტს 71 წელიშეუსრულდებოდა.
,,თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის“ შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთბმულზე: https://www.facebook.com/ToradzeMusicFest