ყოველ დღე ერთი და იმავეს ვლაპარაკობთ, გაფუჭებულ გრამაფონებს დავემგვანეთ - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება საქართველოს ხელისუფლება მტრისა და მოყვარის ხაზების გაბუნდოვანებას ხელს უწყობდეს
„ყოველ დღე ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ, გაფუჭებულ გრამაფონებს დავემგვანეთ. არ შეიძლება საქართველოს ხელისუფლება ასე ფიქრობდეს, ასე აზროვნებდეს, ასე მეტყველებდეს. არ შეიძლება მუდმივად რუსულ პროპაგანდაში ეწერებოდეს. მტრისა და მოყვარის ხაზების გაბუნდოვანებას ხელს უწყობდეს, მაგრამ ასე იქცევიან“ - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.