სწორედ გახარიას დამსახურებაა იმ კაცის შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში, რომელიც კატასტროფისკენ მიგვაქანებს - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„გახარია არ ყოფილა ფორმალური პრემიერი, როგორც დღევანდელი პრემიერი გვყავს ასეთი მარიონეტი. ის იყო თავისთავად პოლიტიკური ფიგურა და მას საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა პარტიაზე. სამწუხაროდ, სწორედ მისი დამსახურებაა იმ კაცის შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში, რომელიც სწორედ იმ ნაბიჯებს დგამს და იმ კატასტროფისკენ მიგვაქანებს, რასაც ევროპისგან დისტანცირება და რუსულ სამყაროსთან ჩახუტება ჰქვია,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.