თქვენ და თქვენი მთავრობის სტანდარტითაც ყველაზე სამარცხვინო პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს სიმულანტად მოიხსენიებდით და ყოვლად ამორალურ განცხადებებს აკეთებდით მისი ჯანმრთელობის შესახებ" ასე მიმართთა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომელიც "მინისტრის საათის" ფორმატში" პარლამენტში მოხსენებით წარდგა.
"ბოლო რამდენიმე დღეა სხვა გზავნილის გაჟღერება დაგავალეს და ამასაც ჩვეული მონური მორჩილებით ასრულებთ. ახლა ირწმუნებით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუმჯობესებულია და მისი რუსთავის ციხეში გადაყვანით იმუქრებით. თქვენი უსაგნო და უგვანო მუქარის არავის ეშინია, ბატონო რატი, მაგრამ ერთ კითხვა ნამდვილად მაქვს - თუ წარსულში ადამიანი სიმულანტობდა და სინამდვილეში თავს ყოველთვის გადასარევად გრძნობდა ახლა რა გაუმჯობესებაზე გველაპარაკებით? ტყუოდით წარსულში და ტყუით ახლაც და ასეთ მატყუარად დაგიმახსოვრებთ ქართველი ხალხი,“ - მიმართა თინა ბოკუჩავამ რატი ბრეგაძეს.