ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
" გუშინ ჩვენ ვიხილეთ რუსული სამთავრობო მარში. სადაც ადამიანები ძალდატანებით, მოტყუებით, მოსყიდვით გყავდათ ჩამოყვანილი რეგიონებიდან. სადაც ჩაწერილი ტაშის ფონზე ბიძინა ივანიშვილს უწევდა დაცარიელებულ რუსთაველზე უწევდა სიტყვით გამოსვლა. რატომ დაკარგეთ ხალხის ნდობა. რატომ დაკარგეთ იმ ამომრჩევლების ნდობა, რომლებმაც 2012 წელს მოგცეს ხმა? იმიტომ რომ თქვენ გადაუხვიეთ ქვეყნის ევროპულ კურსს უკვე ღიად და თქვენ ცდილობთ, რომ ამ ქვეყანას წაართვათ ევროპული მომავალი"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.