„მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში პაპუაშვილის სახით ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მათ არ მიიწვიეს დიპლომატიური კორპუსი. დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია.“- განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ პარლამენტის პირველ სხდომა მიწვეული არ არის დიპლომატიური კორპუსი;

თინა ბოკუჩავას განცხადებით - „მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში პაპუაშვილის სახით ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მათ არ მიიწვიეს დიპლომატიური კორპუსი. დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, სამაგიეროდ შეეძლოთ მიეწვიათ ვლადიმერ პუტინი ან ნიკარაგუას ორტეგა, ან ვენესუელას მადურო, ეს არის სწორედ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის პირისპირაც დატოვა ივანიშვილმა საქართველო. ჩვენი ერთადერთი ხსნა ამ საერთაშორისო იზოლაციისგან არის ხელახალი არჩევნები, სადაც აისახება ქართველი ხალხის თავისუფალი ნება და ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ