პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყალბი შიშით და კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები 26 ოქტომბერს გააკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით
„აბსურდული ბრალდებები და მუდმივი თავდასხმა უკრაინის, აშშ-ის, ევროკავშირის მაღალჩინოსნების და დასავლეთის წინააღმდეგ არის სწორედ ის, რამაც განაპირობა დასავლეთის პოლიტიკის ცვლილება ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ და სანქციების დაწესება მისი და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ჩვენ გუშინ კონგრესში მოვისმინეთ, რომ სწორედ მისი ანტიდასავლური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო განიხილება მათ შორის ფინანსური სანქციები. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილის მცდელობა, რომ კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება უკიდურესად წარუმატებელი და ქართველი მოქალაქე გააკეთებს ინფორმირებულ არჩევანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ.
ეს არის მუდმივი კონსპირაცია, დეზინფორმაცია რუსული სტილის პროპაგანდა, რასაც დასავლელი პარტნიორები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ. ივანიშვილი ყალბი შიშის დანერგვით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქე და სწორედ ამის საფუძველზე შეინარჩუნოს ხელისუფლება.
ვფიქრობ, მე, როგორც პოლიტიკოსი საერთოდ არ უნდა ვკონცენტრირდე იმ აბსურდულ ბოდვაზე და მუდმივ კონსპირაციის თეორიაზე, რითაც ცდილობს კვებოს ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეს მისცეს შესაძლებლობა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი 26 ოქტომბერს. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ ვისაუბროთ ფაქტებზე დაფუძნებით, მოვახდინოთ კონგრესმენების ციტირება, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს ინფორმირებული და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.