„ჩვენ დღეს არ ვაპირებდით არანაირი განცხადების გაკეთებას, მაგრამ მაია ბითაძის სამარცხვინო ბრალდების ფონზე, მოგვიწია საპასუხო განცხადების გაკეთება. დღეს, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ეძებენ ათეულობით ადამიანს და მათ შორის ბავშვებს, კორუმპირებული კალაძის დამქაში, კორუმპირებული ბითაძე ბედავს, რომ ისრები გადაიტანოს 11 წლის წინანდელ მონიტორინგის სისტემაზე. როცა კრიმინალმა ივანიშვილმა რაჭის ტყეები რუს სანქცირებულ ოლიგარქებს მიყიდა.“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა
„პირველ რიგში ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, სამწუხაროდ უკვე დადასტურებულია, არსებობს მსხვერპლი, ვიმედოვნებთ ამ დრომდე დაკარგული ადამიანების იდენტიფიცირება მოხდება და სამძებრო სამუშაოები იქნება წარმატებული და გადარჩება აბსოლუტურად ყველა. ჩვენ დღეს არ ვაპირებდით არანაირი განცხადების გაკეთებას, მაგრამ მაია ბითაძის სამარცხვინო ბრალდების ფონზე, მოგვიწია საპასუხო განცხადების გაკეთება. დღეს, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ეძებენ ათეულობით ადამიანს და მათ შორის ბავშვებს, კორუმპირებული კალაძის დამქაში, კორუმპირებული ბითაძე ბედავს, რომ ისრები გადაიტანოს 11 წლის წინანდელ მონიტორინგის სისტემაზე. როცა კრიმინალმა ივანიშვილმა რაჭის ტყეები რუს სანქცირებულ ოლიგარქებს მიყიდა, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი ბითაძე უპირველეს ყოვლისა აღნიშნული საკითხის შესწავლას უნდა ითხოვდეს. მე მოგახსენებთ რა კითხვებს უნდა სვამდეს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე - კონკრეტულად რა ტერიტორიები მიყიდა რაჭაში ივანიშვილმა სანქცირებულ რუს ოლიგარქებს, მიმდინარეობს თუ არა ტყის მასიური ჩეხა, როგორც ამტკიცებენ ადგილობრივები, რა სამშენებლო ან სხვა ტიპის ნებართვები იქნა გაცემული რაჭის ტყეებზე და ვისზე, რადგან აქაც ადგილობრივების და ჩვენი ინფორმაციით, ნებართვები და მათ შორის უკანონო სამშენებლო ნებართვების გაცემა ხდება „რუსულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ბიზნესმენებზე. წლებია, საზოგადოებას არწმუნებენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ შეძენილი ვერტმფრენები გაყიდეს და იყიდეს ისეთი ვერტმფრენები, რომლის გამოყენებაც შეიძლება სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს. შეიძინეს თუ არა ასეთი ვერტმფრენები და რატომ არ მოხდა ამ ვერტმფრენების გამოყენება და ბოლოს ასევე შეცვალა თუ არა ილია წულაიამ ბითაძის მსგავსად კორუმპირებულ კალაძესთან დაკავშირებულმა ყოფილმა დეპუტატმა, შეუცვალა თუ არა მდინარეს კალაპოტი , რომელსაც შესაძლებელია გარკვეულ წილად ასევე ბიძგი მიეცა იმ მოვლენებისთვის, რაც ჩვენ ვიხილეთ. ყველასთვის ცხადია, რომ ტყეების დაჩეხა, მდინარისთვის კალაპოტის შეცვლა, სამშენებლო ნებართვების გაცემა სწორედ ასეთი მოქმედებები შესაძლებელია გადამწყვეტი გახდეს ასეთი ეკოლოგიური კატასტროფისთვის, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ამ კითხვებს უნდა სვამდეს სამარცხვინო, ამორალური, კორუმპირებული გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე დღეს საქართველოს პარლამენტში და არ უნდა გადაჰქონდეს ისრები 11 წლის წინანდელ მონიტორინგის სისტემაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დღეს განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდით, რადგან ყველა დღეს ველით სამძებრო სამუშაოების დასრულებას და ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რომ მაშველებმა შეძლონ დღეს ჩამოშლილი სახელმწიფოს პირობებში მუშაობა, რომ გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე, მაგრამ ასეთ მძიმე მომენტებშიც კი, ისეთი სამარცხვინო ბრალდებები გაისმის „რუსული ოცნების“ მხრიდან, როგორიც დღეს მოვისმინეთ ქალბატონი ბითაძისგან.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.