“ყველა ეს ე.წ. განაჩენი არის პუტინის საამებლად. ეს არის მათ შორის გზავნილი ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანისთვის, მაგრამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა არ ეშინოდა და არ ეშინია პრეზიდენტ სააკაშვილს. აუცილებლად დასრულდება ეს უსამართლობა და პრეზიდენტი სააკაშვილი გააგრძელებს ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის.” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
"12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის აღმშენებლობისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისთვის, იმისთვის, რომ მან არ ჩააბარა ჩვენი ქვეყანა რუსეთს და ოკუპანტს. ყველა ეს ე.წ. განაჩენი არის პუტინის განაჩენი და პუტინის მაამებლად ივანიშვილის რუსული რეჟიმის. ეს არის მათ შორის გზავნილი ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანისთვის, რომ თქვენი ბრძოლა ისჯება და დაისჯება. ეს არის გზავნილი ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის მათ დასაშინებლად, მაგრამ ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლის არ ეშინოდა და არ ეშინია პრეზიდენტ სააკაშვილს და არც იმ ათობით პოლიტპატიმარს, რომელთა სასამართლოები პარალელურად მიმდინარეობდა ხოლმე. აუცილებლად დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი, აუცილებლად დასრულდება ეს უსამართლობა და პრეზიდენტი სააკაშვილი გააგრძელებს ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.