იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა თავის ვიზიტზე უკრაინაში, რომელიც კოლეგასთან, პავლო პეტრენკოსთან შედგა.  მან ასევე კომენტარი გააკეთა პავლო პეტრენკოს მოადგილის, გია გეწაძის თანდასწრებით გამართულ შეხვედრებზეც.

"რაც შეეხება ვიზიტს, მე მქონდა საპასუხო ვიზიტი პავლო პეტრენკოსთან. ის იმყოფებოდა საქართველოში და მასთან ერთად მე არ მომიწვევია ბატონი გეწაძე. ბატონ გეწაძე მართალს ამბობს, ის  უკრაინაში შეხვედრებს ესწრებოდა, მაგრამ ესწრებოდა  როგორც პეტრენკოს მეექვსე მოადგილე, მას აბარია პროტოკოლი და საერთაშორისო ურთიერთობები და არა ის რეფორმები, რომელსაც პეტრენკოს სხვა მოადგილეები საკმაოდ წარმატებით უძღვებიან. პირადი საუბარი ჩვენ არ გვქონია და არც არაფერი მაქვს მასთან სასაუბრო.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა "იმედის კვირაში".

მე დიდ პატივს ვცემ უკრაინის იუსტიციის მინისტრს პავლო პეტრენკოს. რასაც ჩემს თავს ხშირად ვეუბნები, იმას გეუბნებით თქვენც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც არ უნდა გვაღიზიანებდეს ჩვენი ყოფილი ჩინოვნიკები, რომლებიც ახლა თავს ექსპერტებად ასაღებენ, პროტოკოლის ხელმძღვანელი ბატონი გეწაძე მოადგილედ რომ მოგვევლინა, მე პირადად როგორც არ უნდა მაღიზიანებდეს, მე შევინარჩუნე ის, რაც მევალებოდა, რომ შემენარჩუნებინა.  ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გამეუმჯობესებინა ურთიერთობა  ჩემსა და ჩემს კოლეგას შორის. აი, ამ ურთიერთობაში მისი ვალი იყო თავისივე მთავრობის მიერ ექსპერტებად დაქირავებული ადამიანების შესახებ არ ყოფილიყო მასთან საუბარი.

 მაგრამ მე მქონდა ძალიან სერიოზული შეხვედრები მედიასთან, ხალხთან, რომლებიც არიან ძალიან იმედგაცრუებულები, ისინი სვამენ კითხვას, კი მაგრამ სააკაშვილი, რომელიც   რომელიც არის "ვეზძე" რას აკეთებს? როდის დაიწყება რეფორმები? ისინი მუდმივად ახსენებენ, რომ ონლაინ სერვისები უნდა ყოფილიყო აქამდე. ბატონმა ვაშაძემ ზარზეიმით გახსნა იუსტიციის სახლი, რომელიც მე იქ ვერ ვნახე, იმიტომ რომ მაინცდამანც წარმატებული ეს რეფორმა უკრაინელებისთვის არ არის. პირიქით, ისიც კი მითხრეს და ფოტოები მაჩვენეს, რომ ეს ერთადერთი იუსტიციის სახლი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კიევის მოსახლეობა, დახურულია და აღარ არსებობს და შეიძლება სხვაგან გადავიდეს.

ჩვენ ვიხილეთ ბატონი სააკაშვილის თქვენთან ჩართვა, სადაც ის გუბერნატორად დანიშვნას აფასებს ეგოისტურად, მხოლოდ თავისი კომფორტიდან გამომდინარე და აცხადებს, რომ ის მშვიდად იქნება. მაგრამ სააკაშვილი მშვიდად ვერ იქნება, რადგან დიდია უკრაინელ ხალხში იმედგაცრუება. ის სპეცეფექტები და დაჭერები, რომელსაც გეგმავდნენ, ჩავარდა. ვერ იჭერენ, რადგან უკრაინელი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ დაეტაკონ ვიღაცას კამერით და მტკიცებულებების გარეშე ჩასვან ციხეში.

კიევში სააკაშვილის ხელმძღვანელობით არცერთი რეფორმა არ განხორციელებულა. რადგან აქამდე მივიდა საუბარი, გეტყვით იმასადც, რომ გია გეწაძემ ჩემს დელეგაციათან გულისტკივილიც კი გამოთქვა, რატომ არ დამელაპარაკა იუსტიციის მინისტრი, რომელიც თბილისიდან ჩამოვიდაო.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.