კულტურის მინისტრის განცხადებით, ანტიდოპინგურ კანონპროექტზე მუშაობა ბოლო ეტაპზეა და მისი ინიცირება შესაძლებელია. ამის შესახებ თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
„თხოვნა მექნებოდა საქართველოს პარლამენტთან, რომ 2017 წლიდან მთავრობაც და პარლამენტიც ვცდილობთ ანტიდოპინგურ კანონმდებლობაზე მუშაობა დავასრულოთ. ჩვენ ახლა ვართ პრინციპში ბოლო ეტაპზე, კანონპროექტი ყველას მიერ არის მოწონებული და შეიძლება მისი ინიცირება, დარჩენილია კვლევის კომპონენტი და გიდასტურებთ მზაობას, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და თქვენ შეძლოთ, კომიტეტმა ამ რეფორმის ინიცირება 21 აპრილის სამუშაო შეხვედრის შესაბამისად, რომელიც შედგა დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ევროსაბჭოსთან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.