კაი რა თაკო "დაიკიდე რაა, ფეხებზე დაიკიდე რა" მეუბნება გულწრფელად ერთი ნაცნობი, ანუ ახლა მინდა ავხსნა რა უნდა "დავიკიდო". მოკლედ:სულ ცოტა ხვალ -ზეგ პუტინის-რუსი, რომ მასპინძლად შემოვა-უფროსად ,აი ეს უნდა " დავიკიდო" - წერს პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
მოკლედ:სულ ცოტა ხვალ -ზეგ პუტინის-რუსი, რომ მასპინძლად შემოვა-უფროსად ,აი ეს უნდა " დავიკიდო" ( ახლა არ მითხრას ვინმემ პუტინის კი არა , "სოსოიას რუსიაო", თუმცა ზოგიერთი ასე ფიქრობს), ჩემს მიწას რომ დაეპატრონება ეს უნდა "დაიკიდო", წუმპეში რომ უნდა ვიყოთ აი ეს უნდა "დავიკიდო", ყველა თარიღი ჩემი ქვეყნის უნდა "დავიკიდო", სისხლში ამოთხვრილი თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩემი წინაპარი უნდა "დავიკიდო", ნუ რაც "მთავარია" ჩემი-ჩვენი სოციუმის (ნაწილის) სურვილები იქნება დაკმაყოფილებული, დაკმაყოფილებული იქნება მოსკოველ " პევიჩკებთან" , "რაღაჩნაირი აქცენტით" ( ბევრი შეცდომებით რუსულში ) მაგრამ მაინც "ცოცხალითავით" რუსულად მოლაპარაკე , საყვარლად სასაცილო, გამოტვინებული ქალების ჭინჭებზე და "ბრენდებზე" შეშლილი , საუკუნეს აცდენილი, უფრო სწორად დროის მატერიალური კი არა და მატერიალისტური შეგრძნებით დატვირთული მომხვეჭელი ადამიანების სურვილები, ისინი ხომ საკუთარ თავს, მხოლოდ ამ დროს გრძნობენ რეალიზებულად, ჰოდა ამ "შეგრძნების რეცეპტორების"დაკარგვის დროს თავს კარგავენ , ცხოვრების მიზანს კარგავენ და მე ამ დროს სამშობლო მეთქი "ცხვირში ვატენი", ჰოდა, გადაირიენ ეს "საყვარლად გამოჩუნჩურებულები", წარმოიდგინეთ ძვალს ართმევ პირიდან , მათი "პატრონის" ერთგულ ძაღლებად ქცეულ, "ჭინჭებად და ბიჟუტერიად" ქცეულ საზოგადოებას,  პოვზნერთან ტლინკაობა რომ ჰგონია სტუმარ-მასპინძლობა , მუდამ შემთხვევით " გამდიდრებულის "წინ რომ "ღლიცინებენ" , გადმოგდებული "ლუკმის" მოლოდინში და გროტესკულ პერსონაჟებად ქცეულნი " რესტავრირებული ჰაბიტუსებით" მხოლოდ სასმელის მიღების დროს რომ თავისუფლდებიან , პანაშვიდზეც ვერ დუნდებიან , სიკვდილთანაც , ცრემლთანაც გამოტვინებულად ,ქარაფშუტულად თამამები არიან , იმიტომ კი არა , რომ არ ეშინიათ ან მამაცები არიან და რიდი -მოკრძალება არ აქვთ გარდაქმნის და გარდაცვალების , არა , სინანულს მოკლებულია მათი მატერიალისტური ეგო -ეს ყველაფერი , მათთვის, აქ ამ ქვეყნად "ჭინჭით -ტანსაცმლის ბრენდით" გადმოგდებული დამცირების ხარჯზე მიღებული კომფორტით " , ამ გზით მოპოვებული თვითრეალიზების დაკარგვა სიკვდილის ტოლფასია და ამიტომ ... მათთვის ეს არის სიკვდილი.
ჰოდა, მე და თქვენ სამშობლოს ცნებას ცხვირში ვატენით, ვეუბნებით რომ შეიძლება საქართველო დაიქცეს, დაიღუპოს და არ ესმით, არ ესმით რადგან სხვადასხვა "სიკვდილზე" ვსაუბრობთ , სხვა რამ არის ამ "გროტესკული გმირებისთვის" პერსონაჟებისთვის დაქცევა -სრულიად სხვა .......სრულიად სხვა.✌️ჰოდა სამშობლოს ვერ ვიკიდებ ფეხებზე გამორიცხულია და ისევ "ესენი" მირჩევნია " დავიკიდო" , ჩემო ძვირფასო მეგობრებო