მიიღებს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას - "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ პარტიაში ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ.



მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება იმ ვადაში, როდესაც ეს აუცილებელი იქნება.

"ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა და საბოლოო გადაწყვეტილება პარტიაში არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ არც გადაჭრით "არა" და არც გადაჭრით "კი" არ გვითქვამს, არსებობს წინაპირობები და არსებობს ის საერთო მიზანი, რომელიც ამ ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებას ეხება. იმ ვადაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც ეს იქნება აუცილებელი და ახლა ჯერ კიდევ აპრილია," - აცხადებს თეონა აქუბარდია.