ირაკლი ბერაიას ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება - კომიტეტიდან არ წავალ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მუშაობას, მე მას ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ნამდვილად რბილი შეფასებაა „პატარა კაცები“ იმასთან შედარებით, რაც მან დღეს იკადრა. მე ამით არაფერი დამაკლო. საკუთარ თავს ავნო, ისე როგორც „ქართულ ოცნებას“. მისი ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება. ეს კიდევ აჩვენებს, რომ მათ ქალების ეშინიათ, სწორედ ასეთი სასაცილო, საცოდავი პასუხებით ცდილობენ ქალების დისკრედიტაციას. ვერ გამაჩუმებენ, გავაგრძელებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდე, საუბარია დეოკუპაციაზე, რუსეთის აგრესიის საპასუხო ზომებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოებაზე. თუ პასუხი არ აქვს ბერაიას, ან სხვას, გამოვიდნენ და პასუხი გამცენ, იკაცონ და გაბედონ, რომ არგუმენტირებული პასუხი იყო და არა ის, რაც მათ იკადრეს“, - აღნიშნა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა - თეონა აქუბარდია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა
ასევე, დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ანი წითლიძეს: "შენ ხარ ბანძი! იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა"
ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.