ეჭვი არ მეპარება, კაია კალასი კარგს არაფერს მოიფიქრებს. კაია კალასმა იმაზე იფიქროს, რატომ არ ეძახიან არსად, როცა ევროპის საკითხები განიხილება მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეებს განაგებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სხვა სახელმწიფოების ლიდერები ამბობენ, რომ კაია კალასია არაკომპეტენტურია და დაკავებულ თანამდებობას არ იმსახურებს, ამაზე უნდა იფიქროს.
„ჩვენ ჩვენს შიდა საქმეებს როგორმე მოვუვლით. სულ ასე არ გვემუქრებიან და ასეთ შანტაჟში არ ვართ? ხან გვეუბნებიან, რომ დაგვასანქცირებენ, ხან ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციებს აკისრებენ. ჩვენ გვითხრეს, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზალიბერალიზაცია არ იმოქმედებს. თან ისიც შეგვაპარეს, თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი არ გვაინტერესებს და უვიზო მიმოსვლა მათაც შეეხებაო. კაია კალასი ისევ შანტაჟზე რომ ილაპარაკებს, ჩვენთვის გასაკვირი არ არის“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.








