„საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის მეთაურია, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს და ა.შ. პრემიერ- მინისტრი პოლიტიკური „მუხტია " ქვეყნის და ლოგიკურია, ის დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობს." - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს

"შესაბამისად, როდესაც პრემიერ-მინისტრს ლაზერს ანათებენ (მიზანში იღებენ), ამაზე აუცილებელია შესაბამისი სამსახურის რეაგირება. ეს არის უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტი და გაუგებარია, ამ საკითხზე რა საჭიროა სიუჟეტის ისტერიული ტონით, „საგანგებო რეჟიმში" მომზადება - რას მოუყვებით ხალხს?! ეუბნებით, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არ საჭიროებს რეაგირებას?!

თქვენთვის უსაფრთხოების, ან სინდისის ზღვარი სად გადის?“- წერს თამთა მეგრელიშვილი