საქართველოს პრეზიდენტი დღეს მართავს ორმხრივ შეხვედრებს თავის კოლეგა სახელმწიფოს მეთაურებთან. ეს შეხვედრები ემსახურება ორმხრივი ურთიერთობების და კავშირების გაღრმავებას, ასევე სამომავლო პერსპექტივებისა და თანამშრომლობის განვითარების თაობაზე საუბარს, - განაცხადა საქართველოს ელჩმა აშშ-ში თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას.
„ხვალ საქართველოს პრეზიდენტი გაეროს უმაღლეს ტრიბუნას დაიკავებს და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას. მნიშვნელოვანია, რომ სიტყვით გამოსვლას პრეზიდენტი კვლავ გამოიყენებს იმისთვის, რომ ხაზი გაუსვას საქართველოს მიღწევებს და ასევე საქართველოს კონტრიბუციას, საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეში“, - განაცხადა ტალიაშვილმა.
ელჩის თქმით, ხვალვე გაიმართება პრეზიდენტის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან.








