ყავას გიორგი ვაშაძესთან შეხვედრების დროსაც ვსვამთ და გადაწყვეტილებებს ისე ვიღებთ - სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე ყავა არ ყოფილა და მას ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია გიორგი ვაშაძეს, რომელმაც განაცხადა: „სამუშაო ჯგუფებს ყავის სმის ჯგუფები დავარქვათ - ვინც შევიდა, რა შედეგი დადო, რაზედაც პარტნიორები ამბობენ, ყოჩაღ, საქართველოო?“.
"ჩვენ სამუშაო ჯგუფებში ვიმუშავეთ. შედეგი არის ის, რომ დარჩენილია სამი პრობლემა. უმთავრესია დეპოლარიზაცია და თუ რატომ არ წყდება, ეს ყველამ თავის თავს უნდა ჰკითხოს", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს შედეგი არ დაუდია.