როგორც კი დავიწყეთ კრიტიკული საუბარი, მაშინვე გამოგვაძევეს. უბრალოდ არ სურთ პროტესტი ისმოდეს პარლამენტში. კარს თუ დახურავენ, ფანჯრიდან შევალთ. ვერც კვალიფიკაციით გვაჯობებენ და ვერც ბრძოლით - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია სოციალურ ქსელში წერს.
9:30 საათიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომა დეპუტატების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.