არ დარჩა საზოგადოების არცერთი სეგმენტი, რომელიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს არ აპროტესტებს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„დღეს 200-ზე მეტი პროფესორის წერილი შემოვიდა. ეს არის წარმოუდგენელი ერთიანობა. არ დარჩა საზოგადოების სეგმენტი - სტუდენტი, მასწავლებელი , პროფესორი, მეწარმე, ფერმერი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამას არ აპროტესტებს. არც ერთ პოლიტიკურ შეთანხმებაზე ასეთი განგაში არ ყოფილა იმიტომ, რომ როდესაც პოლიტიკური სისტემა ქრება და ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მას ყველა გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე უარესი დღე, ამაზე უარესი ინიციატივა საქართველოს პარლამენტს 30 წლის განმავლობაში არ ჰქონია, იმედი მაქვს, როგორც მოლდოვამ გაარღვია და მერე გააუქმეს ასეთი კანონები, ჩვენ ამას ვიზამთ, აუცილებლად“- აღნიშნა თამარ კორძაიამ.