9:30 საათიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომა დეპუტატების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს: ხათუნა სამნიძეს და თამარ კორძაიას სხდომათა დარბაზი დაატოვებინონ.
სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს, წარწერით „Русский военный корабль иди на...“