პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს: ხათუნა სამნიძეს და თამარ კორძაიას სხდომათა დარბაზი დაატოვებინონ.
რა ტონში ლაპარაკობთ, სად გაიზარდეთ, ვინ ხართ ხალხო? მომხსენებლს დაუსვით შეკითხვა. რა დღეში ხართ? როგორ იქცევით?! ქ- ნო თამარ, ქ-ნო ხათუნა, დატოვეთ დარბაზი! ბიჭოთი ილაპარაკეთ იმასთან, ვისთანაც გილაპარაკიათ - სახლში! გაბრძანდით დარბაზიდან!" - მიმართა ანრი ოხანაშვილმა კორძაია-სამნიძეს".
9:30 საათიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომა დეპუტატების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.