იმედი მაქვს, რომ პირველივე შანსი პრემიერის დასახელება ექნება ოპოზიციას და შევთნხმდებით როგორმე, გვესმის რა გამოწვევების წინაშე არის ქვეყანა - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თამარ კორძაია სოციალურ ქსელში წერს:
"მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ 26-ში 8 საათის შემდეგ ან 27-ში როცა გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ არ არსებობს პარტია, რომელსაც შეუძლია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარმოდგენა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, თურმე ოპოზიციას თუ არ ეყოლება საერთო კანდიდატი, თურმე დაიქცა ქვეყანა.
27-დან ჯერ უნდა დასრულდეს დავები სასამართლოში, მერე უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, მერე ყველაზე მეტი მანდატი მქონე პარტიამ უნდა დაასახელოს თავისი კანდიდატი 2 კვირის ვადაში და მერე ოპოზიციას კიდევ ორ კვირაში შეუძლია წარმოადგინოს შეთანხმებული კანდიდატი. ანუ 27-ში არ იქცევა ქვეყანა.
ისე მე იმედი მაქვს, რომ პირველივე შანსი პრემიერის დასახელება ექნება ოპოზიციას და შევთნხმდებით როგორმე, გვესმის რა გამოწვევების წინაშე არის ქვეყანა."