"ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" მოლაპარაკების მწირი ინფორმაციის მიუხედავად, მაინც ჩანს რომელი მხარე მოქმედებდა წესების დარღვევით. - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი თამარ კორძაია სოციალურ ქსელში წერს.
"როგორც წესი, ასეთი მოლაპარაკების დასრულებისას მხარეები გამოდიან ე რ თ ა დ და შედეგებს ერთობლივად აცნობენ საზოგადოებას. შედეგის გაცნობისას იქვე უნდა იყოს პროცესის ფასილიტატორი.
ვინ არ დაელოდა ბოლო შეხვედრას? - გახარია საქართველოსთვის." - წერს თამარ კორძაია.
შეგახსენებთ, დღეს "გახარია საქართველოსთვის" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია - მადლობას ვუხდით "ლელოს" დისკუსიაში მონაწილეობისთვის - ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა
მოგვიანებით კი გახარიას პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა "ფეისბუკში დაწერა: დღეს 4 საათზე გიორგი გახარიასთან შეხვედრა ჩანიშნული არ ყოფილა - გთხოვთ, სპეკულაციებისგან თავი შეიკავოთ