თუ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მას უჩნდება შანსი ტელევიზიით და ფულით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი იყიდოს და 
 და 2028 წლის არჩევნებში პრემიერობის კანდიდატი იყოს. - ამის შესახებ  "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

1. თუ  ბოლომდე მივაწექით და ახალ, თავისუფალ არჩევნებს მივაღწიეთ:
ა) ძალაუფლება გადაეცემა ხალხს
 ბ) მეტნაკლებად თანაზომადი პარტიები შევალთ თავისუფალ არჩევნებში 
გ) ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მოგვანიჭებს იმ წონას, რაც გვეკუთვნის. 
დ) ხალხის მიერ, თავისუფალ არჩევნებში მონიჭებული წონებით შეიქმნება კოალიციური მთავრობა.
ამ შემთხვევაში, ხაზარაძეც გამოდის ერთერთი ძალა, რომელმაც უნდა მოილაპარაკოს დანარჩენებთან. 
როგორც ჩანს, ეს ხაზარაძეს არ ხიბლავს. 
2. თუ ხაზარაძე შევა არათავისუფალ, უსამართლო თვითმმართველობის არჩევნებში და მოახდენს რეჟიმის ნორმალიზაციას:
ა) რეჟიმს ახალ სუნთქვას გაუხსნის და სიცოცხლეს გაუგრძელებს; 
ბ) სამაგიეროდ, მას უჩნდება შანსი ტელევიზიით და ფულით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი იყიდოს. 
გ) და 2028 წლის არჩევნებში პრემიერობის კანდიდატი იყოს. 
ესაა და ეს მთელი ამბავი."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ეგახსენებთ, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა: ვფიქრობ, შესაძლებელია თბილისის წართმევა და თბილისის გათავისუფლება ბოროტი "ქოცობისგან" - ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება

მოგვიანებით კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!