„საპარლამენტო არჩევნები ხომ გაყალბდა. გაყალბების პირობებშიც 60/40-ზე მოვუგეთ. ვფიქრობ, შესაძლებელია თბილისის წართმევა და თბილისის გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი რუსული „ქოცობისგან“. - ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"თბილისის გათავისუფლება ნიშნავს ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმის წართმევას, რომელიც არის რეპრესიის, ძალადობის, პოლიტიკური დევნის, მათ შორის კორუფციის მექანიზმი. ამის წართმევის შესაძლებლობაა. 2021 წელს შევძელით და წავართვით დაახლოებით ათზე მეტი ქალაქი, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. სამართლებრივად უარესობისკენ, მაგრამ პოლიტიკურად საჩვენოდ და ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება. ჯერ ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება.