ცოტნე კობერიძეს მორიგ ჯერზე უტირია ფორმულაზე, როგორი შეუძლებელია ევროპულ საქართველოსთან ლაპარაკი.
კი, სისულელეების ლაპარაკი ჩვენთან რთულია. 
ტყუილების ლაპარაკი, კიდევ უფრო რთული. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ადვილი იმ ხალხთან ლაპარაკია, ვინც სიტყვებს არც მნიშვნელობას ანიჭებს, არც ფასს ადებს. 
და კი, ნამდვილად ადვილია დანარჩენ ოპოზიციასთან საუბარი თუ საკუთარი ხედვის გატანას არ ცდილობ, მათ უსაქციელობას არ ამხელ და ყველაფერში ეთანხმები.
ადამიანი თავისი არჩევანებით განისაზღვრება - შენ ირჩევ, თანასწორი ურთიერთობა გინდა სადაც ადამიანი მოაზროვნე, თანასწორ არსებად მიგიჩნევს და გეკამათება, იმის იმედით, რომ
წინააღმდეგობას შეძლებ.
თუ ვასალური ურთიერთობა - სადაც პლუშის თოჯინის როლი გაქვს, ყველას ესაყვარლები, ლოყებს გიჯმუჯნიან და ეთერ-ეთერ დაგატარებენ რომ ევროპული საქართველო რა ცუდია -ამაზე გატირონ. 
“სოლნეჩნაია გრუზიაც” ძაან ესაყვარლებოდათ 🤷🏻‍♀️" წერს თამარ ჩერგოლეშვილი.