მეგობრებო, საკმარისია ამ დიდებული პროცესის ბოლოში ხალხმა ისევ ის ოთხი საშინელი, ზემოდან ქვემოთ მოწყობილი, სათბურის პარტია დაინახოს, პროცესი დასრულდება ზუსტად ისე, როგორც 25 ნოემბერს დასრულდა - სამარცხვინოდ. - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლოდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
(ივანიშვილს რომ არ გადაერჩინა 28-ში)
მე გეუბნებით ამას და თქვენ ცხადია თავსუფლები ხართ თქვენს არჩევანში ვინმე ნანა დიხამინჯიას, ცუცქირიძეს, ან გვარამიას დაუჯეროთ.
ყველა პარტია გადაირეცხება, რომლის საპარლამენტო სიასაც ამომრჩეველი არ ადგენს (ქვემოდან ზემოთ).
იქამდე რეჟიმი იქნება.
❗️ყველაზე დიდი საცოდაობა ნანა დიხამინჯიას პოსტზე პარტიების წარმომადგენელთა ოვაციებია - ანუ ისეთი უბადრუკები არიან, მათი ერთადერთი მიზანი კრიტიკის შეწყვეტაა.
ვერ ეღირსებით. ზურგის ქარი გვაქვს. ან შიდადემოკრატიულ რეფორმებს გაატარებთ და ამომრჩეველის ნებას ფასს დაადებთ, ანაც გადაირეცხებით თქვე ლუზერებო." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".