და თქვენ ცოტა ძაან შტერი ხომ არ გგონიათ ეს ქართველი ერი, რეჟიმის პროპაგანდის მატარებელს რომ შემოახტით იმის იმედით, რომ მასე მალე ჩახვალთ? - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელშ წერს.
"ადეიშვილის ყოფილ კლერკს, იაგო ხვიჩიას საკუთარი პარტიის დამფუძნებლებს შევახსენებ:
გოგა ხაჩიძე - გარემოს დაცვის მინისტრი ნაცების დროს.
პალიკო კუბლაშვილი - დეპუტატი და კომიტეტის თავმჯდომარე ნაცების დროს.
ვახტან მეგრელიშვილი - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნაცების დროს.
ზურაბ ჯაფარიძე - ნაცმოძრაობის აღმასრულებელი მდივანი ქოცების დროს.
თვითგამოცხადებული ქალწული ანა დოლიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახლდათ ქოცების, ანუ საქართველოს ეროვნული ინტერესების მოღალატეების დროს.
გახარია ივანიშვილის შს მინისტრი, 20 ივნისზე პასუხისმგებელი პირი, ივანიშვილის პრემიერი და გარეჯი საქართველოაზე პასუხისმგებელი პირი იყო ქოცების, ანუ ანუ საქართველოს ეროვნული ინტერესების მოღალატეების დროს.
და თქვენ ცოტა ძაან შტერი ხომ არ გგონიათ ეს ქართველი ერი, რეჟიმის პროპაგანდის მატარებელს რომ შემოახტით იმის იმედით, რომ მასე მალე ჩახვალთ?
გადაგჩეხავთ რეჟიმთან ერთად, თუ დეზინფორმაციის გავრცელებას არ შეწყვეტთ.
და ისე, რას ერჩით ამ პროექტს? ანუ თქვენ რას გიშავებთ ეს პროექტი? რატომ ამოხტით შარვლებიდან? რა ნაცები? ეს რა ბანძობაა?" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".







