"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი, მსჯავრდადებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სოციალური ქსელით მიმართავს და მისი მისამართით 2013 წელს დაწერილი ე.წ. პოსტსაც აქვეყნებს. 

Mikheil Saakashvili - ნანი ბრეგვაძე დრაგ ბოლზე მღერის. გამოიღე შე უინსტიქტო, ჩლუნგო, ღირებულებების მოღალატე, ხარბო ლუზერო! - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

ცნობისთვის, The Drag Ball და Tbilisi Pride წარმოგიდგენთ!"

 The Drag Ball: All Stars ბრუნდება, უფრო დიდი, უფრო თავბრუდამხვევი, უფრო დაუვიწყარი, ვიდრე ოდესმე. ჩვენი ვარსკვლავები ერთმანეთს დრეგ ოლიმპიადაში გამოიწვევენ.All Star-ს გახსნის ერთადერთი და განუმეორებელი, ქართული ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავი, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე". - ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში