„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ პარტიაში ხშირად მოსვლია კონფლიქტები და მათ შორის გიგა ბოკერიასთან, როდესაც ბოკერია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო.
ამ ფუტურო მცოცავს ის ვერ გაუგია, რომ გიგა არასოდეს ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა! არასოდეს!და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია. გიგასთან დაპირისპირებაც მახსოვს - სიაში რატომ არ ჩამსვიო, ტანტრუმი გაუმართა - მახსოვს ეგ ესემესები, გაოგნებული იყო გიგა ამის შეუპოვარი და სრულიად უთავმოყვარეო მცოცავობით.ახლაც სიის გამო რჩება იქ - პარლამენტში უნდა.