"ხო ერთი რამე დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ, ოპოზიციური პარტიებიდან ვინც კეზერაშვილს თავს არ ესხმის, ან ფულს იღებს მისგან, ან ფულის მიღების იმედი აქვს." - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ანუ ამ გასუსულებს ხმას თუ მისცემთ, კეზერაშვილი დაგაჯდებათ თავზე და ხაბეიშვილს დაგადებთ.
P.S. “ექსპერტებიც” გაშიფრული მყავხართ და მაგ ქვას დაგაწევთ გაჭირვებისას აღმართში. " - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.