ასე მუშაობს ოლიგარქია.  ოლიგარქიაში შენ არავინ ხარ. კუპრაძე არავინაა - he is NO ONE. 
ამ ადამიანს "სჯეროდა" პარლამენტის არაღიარების და ბოიკოტის, რომლის შედეგიც ისაა, რომ ოცნება მარტოა ე. წ. პარლამენტში.  ამას ლაპარაკობდა 7 თვე.  - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ეს არის ფაქტი.  ახლა მისივე ნალაპარაკებს აცხადებს მკვდრადშობილად. მე ეს ბიჭი გავიცანი და ეგეთი დებილი არაა, რომ ამას ვერ ხვდებოდეს და წინააღმდეგობას ვერ ხედავდეს თავისივე ხაზში. 
უბრალოდ არარაობაა!  ის არავინაა. 
მთავარი ხაზარაძის ახირებაა აღარ იყოს სხვების თანასწორი. სხვას არაფერს მნიშვნელობა არ აქვს.
მთავარია ის ერთი კაცი ვინც იხდის ფულით, ან ნატურით.


ხაზარაძე მზადაა სახელოვნად დამარცხდეს რეჟიმთან, მაგრამ  "გაიმარჯვოს" ოპოზიციასთან.
და ყველაფერს მიაღწიოს იმ ანემიური  ხმების ხარჯზე, რომელიც ფულზე იყიდება და არათუ პროცესს, არამედ თავად მასაც კი არ ადგება როდესაც იჭერენ. 

აი ეს სისტემური ფურუნკული უნდა ამოიგლიჯოს წინააღმდეგობის ორგანიზმმა, თუ რეჟიმის წაქცევა გვინდა.
ესაა სეფსისი." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".