მე ძნელად წარმომიდგენია სანქცირებული რეჟიმისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა, რომ სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის ბუნდოვანი არ იყოს - ამის შესახებ გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"თუ საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, რომ კანდიდატის სტატუსი ივანიშვილის ანტიდასავლურ რეჟიმს არ დაეხმაროს - სტრატეგიული ბუნდოვანება არ შეუქმნას და გაბრიყვებული პროდასავლური ამომრჩევლის ხელით, ანტიდასავლური საქმე არ გააკეთებინოს, ის და მისი რეჟიმი პერსონალური სანქციების ქვეშ უნდა მოაქციონ.

მხოლოდ ასე იქნება გასაგები, რომ ხალხის ნაცვლად, ბიძინას ანტიდასავლური რეჟიმი ისჯება.

მე ძნელად წარმომიდგენია სანქცირებული რეჟიმისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა, რომ სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის ბუნდოვანი არ იყოს და არ ჩათვალონ, რომ ანტიდასავლური გზა დასავლეთში მიდის".- თამარ ჩერგოლეიშვილი.