ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე პროპორციული სისტემა ავამოქმედოთ და პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთი დავაბალანსოთ, რადგან ერთია რომ „ქართულ ოცნებას“ ამარცხებ, მაგრამ მეორეა, ვისთან ერთად მოდიხარ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
„ერთიან სიას რაც შეეხება - დასავლეთისკენ მრავალფეროვნების გარეშე, კონკურენციისა და ადამიანებისთვის არჩევანის წართმევით ვერ წახვალ. დასავლეთისკენ მიმავალი ხალხი მრავალფეროვანია და მას არჩევანი უნდა დაუტოვო და ის თავისუფალ კონკურენციაში უზრუნველყოფს ხარისხს, ეს არის საყრდენი დასავლეთის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე პროპორციული სისტემა ავამოქმედოთ და პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთი დავაბალანსოთ, რადგან ერთია რომ „ქართულ ოცნებას“ ამარცხებ, მაგრამ მეორეა, ვისთან ერთად მოდიხარ. და უნდა გქონდეს ძალა ნაციონალური მოძრაობის ოლიგარქიული წყობილება შეაკავო სისტემურად", - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.