სააკაშვილმა გასაგებად თქვა - ჩემს პარტიაში რა ჩრდილოვანი მმართველობაო?! - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მიხეილ სააკაშვლის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნავს, რომ „ჩრდილოვანი მმართველობა ჩემს პარტიაში არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება, მე ვარ ამის გარანტია“. 

„სააკაშვილის ინტერვიუ - ყველაფერი თქვა მკვეთრად გასაგებად! "რა ჩრდილოვანი მართველობა?! ჩემს პარტიაში არც ყოფილა და არც იქნებაო, მორჩეს ამ თემაზე სპეკულაციაო"- წერს ჩარკვიანი.