პრეზიდენტი ჩემგან არ არის განებივრებული დიდი ქათინაურებით, რადგან მოქმედებას ვთხოვ, მაგრამ გუშინ მომეწონა, – განაცხადა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებების შეფასებისას.
მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადებებს არ მოჰყვება მოქმედებები.
„ქალბატონი პრეზიდენტი ჩემგან არ არის განებივრებული დიდი ქათინაურებით, არ გამოვირჩევი ამით მის მიმართ, რადგან მოქმედებას ვთხოვ, მაგრამ გუშინ მომეწონა. იმ სიტუაციაში ხომ უფრო კარგია, რომ ღარიბაშვილივით არ გამოვიდა, ამიტომ მომეწონა, მაგრამ მის ასეთ განცხადებებს არ მოჰყვება მოქმედებები. მე მაინც მგონია, რომ გარკვეულწილად ის არის ბიძინა ივანიშვილის პროგრამა „ბე“, რომელიც ძალიან კარგად ხედავს იმას, რომ რუსეთი მარცხდება და მგონია, დასავლეთის გზაზე მას სჭირდება ზურაბიშვილის ინსტიტუცია გარკვეული საქმისთვის. ასე დავინახე, ვნახოთ. მან თუ მართლა არაფერი გააკეთა, რა თქმა უნდა, ჩემი აზრი გამართლდება. მინდა, რომ ასე არ იყოს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.